გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
სოფელ კვალითში ოთხ უბანთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ კვალითში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის ერთ კმ - იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა.
"სოფელ კვალითის რეაბილიტირებული გზით 400 - ზე მეტი ადამიანი შეძლებს სარგებლობას. ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის დასრულების შემდეგ, მარტივდ შეძლებს გადაადგილებას და ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირებას", - ვასილ გველესიანი
გზის მოწყობის პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 245 150 ლარია. გზის აღდგენით სამუშაოებზე მერიის დაკვეთით შპს "მშენებელი 2022" მუშაობს.