გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
ზესტაფონი ევროპის სპორტის დღეს შეუერთდა!
ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სიმბოლური გარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას ქალაქის საჯარო სკოლები იღებდნენ. გარბენის დასრულების შემდეგ, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დროშა აღმართეს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილიც შეუერთდა.
სასკოლო სპორტის კვირეულში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. კვირეულის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები. სასკოლო სპორტის კვირეულის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.