ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო ტექნიკ..
2026-02-27
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ..
2026-02-18
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მცი..
2026-02-16
ზესტაფონის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს
მერიის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ გუნდებს ზესტაფონის მერის მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდნენ. სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებისთვის სიგელები და სპორტული აქსესუარები გადასცეს.
სპორტული აქსესუარები 100 - მდე მოსწავლემ მიიღო.
რეგიონალურ სპორტულ თამაშებზე ზესტაფონიდან ორი სკოლა გახდა გამარჯვებული. ოლიმპიურ გარბენში პირველი ადგილის დაკავება, როგორც გოგონებს შორის, ასევე ვაჟებში მე - 7 საჯარო სკოლის გუნდმა შეძლო. პირველი ადგილი დაიკავა ხელბურთში გოგონებს შორის - მე - 3 საჯარო სკოლამ, ხოლო ვაჟებმა მეორე ადგილი.