გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კლდეეთი - ტაბაკინის დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 1000 - ზე მეტი ადგილობრივი შეძლებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასახლებაში აქტიურად ხორციელდება. პროექტი გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცემერთან, გიორგი ჯუღელთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
"მუნიციპალიტეტი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2022 წელს 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა სასოფლო გზების რეაბილიტაციაზე. გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუადვილებს ყოველდღიურ ყოფას", - ვასილ გველესიანი
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.