ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საბავშვო ბაღის და ერთი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.



სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ძირულაში, ფუთში, ალავერდსა და ცხენთაროში შენდება. საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ როდინაულში.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, სკოლამდელი განათლების სერვისებს ბაღის აღსაზრდელები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ შენობებში მიიღებენ.