ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 250 - ზე მეტი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 250 - ზე მეტი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 126 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი.

● აშენდა შროშის იუსტიციის სახლი, რომელიც ადგილობრივებს 500-მდე სერვისით უზრუნველყოფს;
● სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზესტაფონის N2 საჯარო სკოლას, რომელიც 1,500 მოსწავლეზეა გათვლილი;
● სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზესტაფონის N4 საჯარო სკოლას, რომელიც 1040 მოსწავლეზეა გათვლილი.
● აშენდა ინოვაციური და თანამედროვე მულტიფუნქციური ახალგაზრდული ჰაბი;
● მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც შროშელებს თიხის ნაკეთობებისა და საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების გაყიდვის შესაძლებლობა აქვთ;
● ავტობუსის გაჩერებებზე მოეწყო მგაზვრთა თანამედროვე ტიპის 16 ახალი მოსაცდელი;
● ქალაქს დაემატა 47 მგზავრზე გათვლილი 3 ახალი, თანამედროვე და კომფორტული ავტობუსი