ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ ქალაქის მეეზოვეები დააჯილდოვა.


მერმა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის 39 თანამშრომელს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელები გადასცა. მერის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო მიიღო ყველაზე უხუცესმა მეეზოვემ მზია კალაძემ.

ვახტანგ ღამბაშიძემ ხაზი გაუსვა მეეზოვეების მნიშვნელოვან წვლილს ქალაქში სისუფთავის შენარჩუნებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.

„ეს ადამიანები დილით ადრე იწყებენ საქმიანობას და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქალაქი სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ჩვენ ვაფასებთ მათ შრომას. მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქალაქის სიყვარულისა და მზრუნველობისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.

დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები - ზაზა ხვედელიძე და ნინო ჭაბუკიანი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - მამუკა მოდებაძე, ირმა გიორგაძე და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა მახათაძე