ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება

 
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება, კვალითის დასახლებაში, ჩიკაშუას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის სახურავს. გადასახური მასალის გადაცემის პროცესს ზესტაფონის მერის მოადგილე, ზაზა ხვედელიძე, კვალითის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატ, დავით ტალახაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.
რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით 100 - ზე მეტი სახლის სახურავს ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში უკვე 63 საცხოვრებელი სახლის სახურავია აღდგენილი.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. რეაბილიტაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.