ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლის წარმომადგენლებს სპორტული აქსესუარები გადასცა.


როგორც ვახტანგ ღამბაშიძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს სპორტის განვითარებას და სპორტსმენების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი სპორტსმენები, საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებებს აღწევენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართული სპორტის განვითარებაში. ჩვენთვის პრიორიტეტულია მათი მხარდაჭერა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.

სპორტული აღჭურვილობა სკოლის სხვადასხვა სექციის სპორტსმენებმა მიიღეს.

ღონისძიებას მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.