ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - "ორიონის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

ზესტაფონის მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - "ორიონის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრეს. მოეწყო "ორიონელთა" ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც.
"მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, მხარდაჭერას გამოვხატავ "ორიონის" თითოეული წევრის მიმართ. ჩვენ მზად ვართ ერთობლივი ძალისხმევით, განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც დღემდე ხორციელდებოდა. შევქნათ თანასწორი გარემო, მათი უფლებებისა და საჭიროების დასაცავად", აღნიშნა ნინო ჭაბუკიანმა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სკოლამდელი აღზრდის და საჯარო სკოლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.