ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე სოფელ ბოსლევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.



მერი ადგილობრივებს სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა.

როგორც ვახტანგ ღამბაშიძემ აღნიშნა, ზესტაფონის მერიას მზად აქვს ქვედა ბეღლევის საუბნო გზის მოწყობის პროექტი, რომლის რეაბილიტაცია ახლო მომავალში დაიწყება.

მერი მოსახლეობას მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.