ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ისტორიაში პირველად გაიმართა საქართველოში, ზესტაფონელმა მოჭიდავემ - უჩა ტაბატაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ულოცავს უჩას ღირსეულ ასპარეზობას და მომავალ წარმატებებს უსურვებს საერთაშორისო არენაზე.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში ქართველებთან ერთად უცხოელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ 25 ქვეყნიდან.