ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ღამბაშიძე, სოფელ მარტოთუბანში, ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მინი ფეხბურთის ტურნირს დაესწრო.


მდინარი ბებიაშვილის სახელობის თასისთვის ერთმანეთს სოფლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფინალურ შეხვედრასა და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილება ასევე მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კაკოიშვილმა, სოფლის დეპუტატმა საკრებულოში ნუგზარ ფერაძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მდინარი ბებიაშვილის სახელობის სპორტული მოედანი მის მშობლიურ სოფელში 2019 წლიდან ფუნქციონირებს.