ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქართველი პოეტის და აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 115 - ი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.



ირაკლი აბაშიძის შემოქმედებითი ცხოვრების გზა მე- 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს და ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ირაკლი აბაშიძე 1909 წლის 23 ნოემბერს ხონში დაიბადა. მისი ნაწარმოებების ბეჭდვა 1928 წელს დაიწყეს.

1960 წელს პოეტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. 1963 წლიდან ირაკლი აბაშიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიას თავმჯდომარეობდა.

1979 წელს პოეტს სოციალისტური გმირის წოდება მინიჭა. ირაკლი აბაშიძე არაერთი პოეტური კრებულის ავტორია. ის 1992 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა