ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში პოეზიისა და მხატვრული კითხვის საღამო გაიმართა

 
ღონისძიება ტაბაკინის საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც მონაწილეობას ამავე სკოლის სხვადასხვა კლასების მოსწავლეები იღებდნენ.
მხატვრული კითხვის საღამოს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი.
"დღეს ჩვენ ქართულ პოეზიასა და პროზაზე შეყვარებულ ახალგაზრდებს ვუსმენდით. ამ გოგო - ბიჭებმა თავიანთი ინდივიდუალიზმით, ქარიზმით, ემოციით და გულწრფელობით საოცარი საღამო გვაჩუქეს. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს" - ვასილ გველესიანი