ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პერსონალური კომპიუტერი 140 მოსწავლემ მიიღო

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც განათლების საბაზო საფეხური
წარმატებით დაასრულეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.

კუთვნილი კომპიუტერები მოსწავლეებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვასილ გველესიანმა საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

პროექტი 15 წელია ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებას