ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის სპორტის სასახლეში 3 დღის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობდა ფარიკაობაში

რაპირით, ხმლით და დაშნით მოფარიკავეთა ასპარეზობები დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

 გამარჯვებული მონაწილეები ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - მამუკა მოდებაძემ დააჯილდოეს.

 ტურნირი 12 წელია იმართება მუნიციპალიტეტში, ზესტაფონში ფარიკაობის სკოლის დამაარსებლის, სიმონ საყვარელიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად. მიმდინარე ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მოფარიკავეთა შორის მონაწილეობას თურქეთის, ეგვიპტის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ესტონეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლებიც იღებდნენ