ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პერსონალური კომპიუ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შროშაში იუს..
ზესტაფონის სპორტის სასახლე საერთშორისო ტურნირს მასპინძლობს ფარიკაობაში
სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ზესტაფონში 12 წელია იმართება. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სპორტსმენებთან ერთად, ეგვიპტის, სომხეთის, თურქეთის, საბერძნეთის, სლოვაკეთის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ტურნირის გახსნას ზესტაფონის მერი- ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე, ფარიკაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, როსტომ აბაშიძე, ასევე საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები ესწრებოდნენ.
"12 წელია ვმასპინძლობთ სიმონ საყვარელიძის სახელობის ტურნირს და ისე როგორც წინა წლებში, მიმდინარე ჩემპიონატიც საკმაოდ წარმომადგენლობითია.
ჩვენი ქალაქისთვის პატივია, ვიყოთ მასპინძლები იმ მასშტაბური სპორტული ღონისძიების, რომელიც ატარებს სახელს პიროვნებისა, ვისთანაც დაკავშირებულია ზესტაფონში ფარიკაობის სკოლის დაარსება. ამ ტურნირით პატივს მივაგებთ, როგორც სიმონ საყვარელიძის ხსოვნას, ასევე ვცდილობთ პოპულარიზაცია გაუწიოთ სპორტის ამ სახეობას ახალგაზრდებში", - ვასილ გველესიანი
ტურნირში დღეს ხმლით მოფარიკავეები ჩაერთნენ. გუშინ სპორტულ ღონისძიებაში რაპირით მოფარიკავეები ასპარეზობდნენ. ხვალ კი ტურნირში დაშნით მოფარიკავეები ჩაერთვებიან