ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
"ზესტაფონობის" აღსანიშნავად მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა "ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები" დაასახელეს. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.
"ზესტაფონის საპატიო მოქალაქის" სტატუსი 11 პიროვნებას მიენიჭა. საპატიო მოქალაქეები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ დააჯილდოეს.
"ზესტაფონის საპატიო მოქალაქის" სტატუსი მიენიჭათ:
მანანა კახიძე ( მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი)
რუბენ ჩინჩალაძე (ინჟინერ - მშენებელი)
გიორგი კობახიძე ( ექიმი ოტორინოლარინგოლოგი)
კოტე ბოჭორიშვილი ( ექიმი მეან - გინეკოლოგი)
მაკა ბოჭორიშვილი ( საქართველოს პარლამენტის წევრი)
ნიკოლოზ სამხარაძე ( საქართველოს პარლამენტის წევრი)
ალექსანდრე გურგენიძე ( ღვაწლმოსილი ენერგეტიკი)
ივანე კალანდაძე ( მეხანძრე - მაშველი)
უსეინ მიქაბერიძე ( ღვაწლმოსილი იურისტი)
ლამარა წაქაძე ( ღვაწლმოსილი ექთანი)
გიორგი მამარდაშვილი ( ეროვნული ნაკრების მეკარე)