ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონში, ცხრაწყაროს ისტორიულ თეატრონზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული - "სულიკო 2024" გაიმართა
ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის 150 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სოფელი ცხრაწყარო ტრადიციული ფესტივალის - "სულიკო" - ს მასპინძელი იყო. სახალხო ზეიმში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ.
ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით , "სულიკო 2024" - ის გრანპრი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიპოვა.
ფესტივალის სამი საპრიზო ადგილი კი ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი - "ზესტაფონი"
( ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი)
მეორე ადგილი - ანსამბლი "ხარაგაული"
( ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
მესამე ადგილი - ანსამბლი "მასპინძელო"
( თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
გამარჯვებულ მონაწილეებს ფესტივალზე დაწესებული ფულადი ჯილდო, სიგელები და ფასიანი საჩუქრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ლევან კიკნაველიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა გადასცეს.
ღონისძიებას ზესტაფონში სტუმრად მყოფი დამეგობრებული ქალაქების - ტჩევი ( პოლონეთი) ტაურაგე ( ლიეტუვა) დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.
გამორჩეულ სახალხო დღესასწაულს საფუძველი 80 - იან წლებში ჩაეყარა. მას შემდეგ, ცხრაწყაროს იმერულ ეზოში, "სულიკოს" დასამღერებლად ყოველ წელს იკრიბებოდნენ მუსიკალური კოლექტივები, რამაც "ვარინკობა" სახალხო დღესასწაულად აქცია.