ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

"ზესტაფონობა 2024" - ის საიუბილეო კვირეულს მუნიციპალიტეტის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები შეუერთდნენ.

საკონცერტო პროგრამა, რომელიც ქალაქობის დღესასწაულს ეძღვნებოდა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ვარინკა მაჭავარიანი- წერეთლის სახელობის თეატრონზე წარმოადგინეს.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი. მერმა თეატრონზე შეკრებილ საზოგადოებას "ზესტაფონქალაქობის" დღესასწაული მიულოცა და თვითმმართველობის სახელით ქორეოგრაფიულ ანსამბლებს სამადლობელი სიგელები გადასცა.

ცხრაწყაროში გამართულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ კონცერტს, ზესტაფონში სტუმრად მყოფი დამეგობრებული ქალაქის, ტჩევის ( პოლონეთი) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დელეგაციის წევრები კვირის განმავლობაში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.