ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტ - გოჩა სხილაძის ლექსების წიგნის "ღამის სიმღერა" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა. ვასილ გველესიანმა ავტორს კიდევ ერთი კრებულის გამოცემა მიულოცა და წარმატებები უსურვა პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

გოჩა სხილაძე 2007 წლიდან მუშაობს ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. მისი ლექსების პირველი კრებული ჟურნალ "განთიადში" 1989 წელს გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: "მკვდართა მზე", "დიდი მზესუმზირა", "ამბორი სიბნელეში", "უნაპირო მდინარე"

ახალი კრებული საზოგადოებას გამომცემლობა "ჩემი გამომცემლობა" - წარუდგინა