ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალური პირველობა მიმდინარეობს მინი ფეხბურთში

ჩემპიონატში მონაწილეობას ქალაქის, სოფლის და სხვადასხვა ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული 16 გუნდი იღებს.

მუნიციპალური ტურნირი სოფელ მარტოთუბნისა და "მოჭიდავეები" - შეხვედრით გაიხსნა, სადაც უპირატესობა "მოჭიდავეებმა" მოიპოვეს. მეორე შეხვედრაში არგვეთის გუნდმა კულტურის ცენტრის წარმომადგენლები დაამარცხეს.

ტურნირი ტრადიციულია და ის ყოველ წელს იმართება. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მედლებთან და სიგელებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოებსაც მიიღებენ.

ჩემპიონატს მიხეილ სალაძის სპორტულ - გამაჯანსაღებელი ცენტრი მასპინძლობს.