ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ძირულის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 3 სოფელში განხორციელდა

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის მოწყობის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო სოფელ ვაშპარიანში, დიდ განთიადში და პატარა სამებაში.

 რეაბილიტირებული საგზაო პროექტების მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან ერთად განახორციელა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 "მოსახლეობას მრავალი წლის გადაუჭრელი პრობლემა მოეხსნა. ამიერიდან მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ, დროის მოკლე მონაკვეთში გადაადგილდნენ, როგორც შიდა საუბნო, ასევე ცენტრალურ გზებზე", - ვასილ გველესიანი

გზის მოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მერიის დაკვეთით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს " Georgian build' - მა განახორციელა