ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილთან ერთად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი 2024 - 2025 სასწავლო - სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

როგორც ვასილ გველესიანმა აღნიშნა, საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს გარკვეული სიახლეებით ხვდებიან. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ინვენტარით აღიჭურვა. საბავშვო ბაღების 100 - ზე მეტმა თანამშრომელმა სასწავლო - საკვალიფიკაციო გადამზადების კურსი გაიარეს. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტში 4 საბავშვო ბაღი შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელებს შეეძლებათ, საკუთარ დასახლებებში, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობებში მიიღონ განათლება.