ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
2024-11-04
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
2024-10-29
მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა მათ და წარმატებები უსურვა.
ვასილ გველესიანმა სკოლების მიერ დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა.
" სასიამოვნოა, რომ სწავლის განახლების პროცესს მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად ვხვდები. მოგილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მშვიდობიანი, ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მივესალმები იმ კურსდამთავრებულებს, რომელთაც 100% - იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 100% - იანი სახელმწიფო გრანტი 21 - მა კურსდამთავრებულმა მოიპოვა. ყველა მათგანს ზესტაფონის მერია სოლიდურ ფულად ჯილდოს გადასცემს. თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სრულყოფისთვის ისე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტშიც ბევრი რამ კეთდება. სულ მალე კიდევ ორი სკოლა, სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით ჩადგება მოსწავლეების სამსახურში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მათი სწავლის ხარისხს", - ვასილ გველესიანი.
ვასილ გველესიანმა პირველკლასელთა კომპიუტერების გადაცემის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 700- მდე პირველკლასელი გახლდათ დარეგისტრირებული.