ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ იმიტირებულ კენჭისყრის პროცესში ჩაერთო

 
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით იმიტირებული კენჭისყრა იმართება.
იმიტირებული კენჭისყრის პროცესში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი და ვიცე მერი, გიორგი ჯუღელი იღებდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც.
ამომრჩევლები პირადად ეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობის სპეციფიკას.
იმიტირებული კენჭისყრის პროცესი 11 : 00 საათიდან დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.