ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორი კურსდამთავრებული გაივლის

მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი ახალგაზრდებს საჯარო სამსახურის იმ წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა, სადაც 4 თვიანი სტაჟირების კურსი უნდა გაიარონ.
სახელმწიფო პროგრამა პრემიერის განცხადებით ახალგაზრდებისთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის. ისინი გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის სპეციფიკას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მათ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას.
პროექტში ქვეყნის მასშტაბით 3000 - მდე ახალგაზრდაა ჩართული.