ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში ორი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში ორი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზესტაფონში, ქალაქის მე-2 და მე - 4 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად სკოლებში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახები, ექიმის კაბინეტი, სპორტული ინფრასტრუქტურა, განთავსდება ლიფტი. სკოლები აღიჭურვება შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით. სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან გიორგი ჯუღლთან ერთად დაათვალიერა.
"სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყნისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენს მუნიციპალიტეტში 1500 - მდე მოსწავლეს, უმოკლეს დროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ სკოლებში", - ვასილ გველესიანი