ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზოვრეთში საგზაო ინფრასტრუქტურა 3 კმ - მდე მონაკვეთზე ეწყობა
სოფლის საუბნო გზა, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება ყოველდღიურ რეჟიმში 200 - ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. აღნიშნული გზის მონაკვეთი ადგილობრივებს სკოლასთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან აკავშირებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. გზის რეკონსტრუქციის ფარგლებში საუბნო გზაზე არმირებული ბეტონის საფარი იგება და მისი ღირებულება 538 484 ლარია.
მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი ზესტაფინის მერმა ვასილ გველესიანმა შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა.
"სოფელ ზოვრეთში ამ მასშტაბის საგზაო პროექტი პირველად ხორციელდება რაც ძალზედ მნიშვნელივანია. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს შეუძლიათ დაზოგონ დრო და უსაფრთხოდ შეძლონ დაკავშირება სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტებთან" , - ვასილ გველესიანი
სატენდერო ვალდებულებით გზის აღდგენით სამუშაოებს შპს "ალპედე" აწარმოებს