ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
საზაფხულო ბანაკი "ტაბაკინი 2024" - ის დახურვის საზეიმო ცერემონიას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი დაესწრო
ტაბაკინის საჯარო სკოლასთან არსებულმა საზაფხულო ბანაკმა 100 - მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.
პროგრამა მესამე წელია ხორციელდება სკოლის ბაზაზე და მისი მიზანია: ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება, სოციალური ინტეგრაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
"ახალგაზრდებს დავპირდი, რომ ბანაკის დახურვის საზეიმო ცერემონიას მათთან ერთად დავესწრებოდი. საოცარი განწყობა სუფევს. მისასალმებელია, რომ ბანაკში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ახალგაზრდებმა პიროვნულ უნარ - ჩვევებთან ერთად ბევრი მეგობრები შეიძინეს და ვიმედოვნებ , რომ აქ მიღებულ გამოცდილებებს სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც", - ვასილ გველესიანი