ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა პატარა მოჭადრაკეები დაასაჩუქრა

ვასილ გველესიანი მე - 8 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის წარმატებულ მოჭადრაკეებს, ნუკი და მარიამ ხუსკივაძეებს შეხვდა, მიღწეული შედეგები მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ნუკი და მარიამ ხუსკივაძეები, მე - 8 საერთაშორისო ფესტივალზე, "ბათუმის მერიის თასი - 2024" სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში იღებდნენ მონაწილეობას. ზესტაფონის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელმა, ნუკი ხუსკივაძემ ფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მარიამ ხუსკივაძემ მეოთხე თანრიგის წოდება მოიპოვა. ფესტივალზე 20 ქვეყნის 400 - ზე მეტი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.

დასასრულს, ვასილ გველესიანმა პატარა მოჭადრაკეებთან სიმბოლური პარტია ითამაშა