ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის სისტემური რეგისტრა ციის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავს - „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“.
მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მოქალაქეებს კონსულტაციას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 26 ივლისს, 13 : 00 სთ - დან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაუწევენ.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს არეგისტრირებს.
შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები, ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.