ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
ზესტაფონში, სოფელ ილემში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ - ბოგირის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ ილემის საუბნო ხიდი, რომელიც სტიქიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან და ადგილობრივ მოსახლეობას ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირება შემოვლითი გზით უწევდა, აღდგენითი სამუშაოები უტარდება.
ხიდ - ბოგირის მშენებლობის სამუშაოები ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა, ვიცე მერმა გიორგი ჯუღელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს.
დაზიანებული ხიდის აღსადგენად თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის ღირებულება 42 276 ლარია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები მარტივად შეძლებენ ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირებას