ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის მერიაში საბერძნეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩრდ. კერკირას მუნიციპალიტეტის ორი ვიცე-მერი, იანის გარნელი და თეოდოროს მავ-რონასი, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი, ასევე განათლებისა და კულტურის ცენტრის ,,კავკასია” გამგეობის თავმჯდომარე ავთანდილ მიქაბერიძე, ზესტაფონის მერს, ვასილ გველესიანს, მოადგილეს, მალხაზ შერგელაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ვახტანგ ღამბაშიძეს შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობები დაგეგმეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის "უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერების ანსამბლების მხარდაჭერა" პრეზენტაცია, რომელიც ცხრაწყაროს ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონზე გაიმართება.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართულ - ბერძნული საზეიმო კონცერტი, რომელსაც ათენის ფოლკლორული ანსამბლ „კავკასია“ წარმოადგენს. საკონცერტო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ემიგრანტები შეასრულებენ მრავალხმიან სიმღერებს, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიულ ნომრებს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბერძენი შემსრულებლები.