ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალს Art - გენი 2024 ზესტაფონი მასპინძლობდა

არტ - გენის პირველი რეგიონული ტურნე ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონზე გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში ამფითეატრის ტერიტორიაზე
მოეწყო ქართული ღვინისა და კულინარიის კუთხეები, მრავალფეროვანი დასასვენებელი სივრცეები, გამოფენა - გაყიდვა.
რეგიონული ტურნე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების საკონცერტო პროგრამით გაიხსნა.

დასკვნითი კონცერტი ბენდმა "ჩვენებურები", CACA FRANI და REGGAON გამართეს.

ფესტივალს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის მიმდინარეობისას, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის ტრანსლაცია გაიმართა.

არტ გენის ფესტივალი 21 - ედ იმართება საქართველოში. ფესტივალის მიზანია ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია და მისი გაცნობა საზოგადოებისათვის.