ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის სპორტის სასახლე რესპუბლიკურ ტურნირს მასპინძლობდა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში

სპორტული ორთაბრძოლები, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა. რესპუბლიკურ ტურნირზე, ზესტაფონის სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. გამარჯვებული მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დააჯილდოეს.

ტურნირი მესამე წელია იმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში და ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, სპორტის ოსტატის, ზაზა ედიბერიძის სახელობისაა.

მიმდინარე ჩემპიონატზე მონაწილეობას 200 - ზე მეტი სპორტსმენი იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ზესტაფონის სახელით ტურნირზე 12 მოჭიდავე ასპარეზობდა.