ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო

გამოფენაზე ხელნაკეთი თოჯინები და ქალის აქსესუარები იყო წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე გამოფენილი ნამუშევრების ავტორები მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მხარეთმცოდნეობის მეზეუმის თანამშრომლები იყვნენ.

გამოფენას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ჯუღელი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს მსგავსი სახის გამოფენებს, რაც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს და ასევე ხელს უწყობს შემოქმედ ქალთა პოპულარიზაციას", - გიორგი ჯუღელი