ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, სიმონ საყვარელიძის სახელობის ფარიკაობის სასპორტო სკოლას საფარიკაო ინვენტარი გადასცა.
ინვენტარის გადაცემას ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე, ვიცე პრეზიდენტი როსტომ აბაშიძე და გენერალური მდივანი ნინი ჯერენაშვილი ესწრებოდნენ.
ფედერაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ფარიკაობის დარბაზი და სპორტული ინვენტარი დაათვალიერეს. სპორტსმენებთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა მათთვის საფარიკაო ინვენტარის გადაცემის მნიშვნელობაზე, რომელიც სპორტსმენისა და კონკრეტული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
"ფარიკაობას სკოლას ზესტაფონში დიდი ტრადიცია აქვს. ფარიკაობის პირველი სასწავლო ჯგუფების ჩამოყალიბება ჩვენს ქალაქში სიმონ საყვარელიძის სახელს უკავშირდება, რომლის სახელსაც ეს სკოლა ატარებს. სიმონ საყვარელიძემ ყოველგვარი სპორტული ინვენტარისა და სპეციალური ეკიპირების გარეშე შეძლო აღეზარდა ოლიმპიური და მსოფლიო პრიზიორები. მუნიციპალიტეტში ყოველ წელს იმართება მისი სახელობის ტურნირი, რომელმაც
MKHILEBA.GOV.GE
პეტიციები
დაუკავშირდი ხელისუფლებას
აუქციონი
გამოკითხვა
დოკუმენტები
რუკა