ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონზე, მე - 7 საჯარო სკოლამ საზოგადოებას წლის შემაჯამებელი ღონისძიება წარუდგინა

საგანმანათლებლო სფეროში არსებულ მიღწევებთან ერთად, მეშვიდე სკოლის მოსწავლეებმა ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრების სინთეზი წარმოადგინეს.

ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"ცხრაწყაროს თეატრონი წლების განმავლობაში იყო არაერთი კულტურული თუ ფოლკლკრული ფესტივლების მასპინძელი. ტრადიცია გრძელდება. დღეს ჩვენ ნამდვილი ზეიმი ვიხილეთ, ნიჭიერების, არტისტულობის, ვოკალური თუ ქორეოგრაფიული შესაძლებლობების, რომ აღარაფერი ვთქვათ სკოლის საგანმანათლებლო სფეროში არსებული მიღწევების შესახებ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სკოლის კოლექტივს და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ასე გაგვილამაზეს დღევანდელი საღამო", - ვასილ გველესიანი