ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე გასართობი, შემეცნებითი, კულტურული და მუსიკალური ღონისძიებები გაიმართა საზეიმო ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის ბავშვთა ვოკალურ -ქორ

საზეიმო ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის ბავშვთა ვოკალურ -ქორეოგრაფიული ანსამბლების საკონცერტო პროგრამით გაიხსნა.

გაიმართა ფოტოგამოფენა - კონკურსი "ბავშვები და ფლორა - ფაუნა". ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა დააჯილდოვა.

მოეწყო გასართობი შოუ პროგრამა ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იყო საპნის ბუშტების შოუ, სახეზე ხატვა, სამხატვრო კუთხე პატარებისათვის, თოჯინების თეატრი, ასფალტზე ფერადი ცარცებით ხატვა.

საბავშვო ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მოდებაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ყველა ბავშვს მივულოცავ კეთილი სურვილებით. ბედნიერ, ნათელ, წარმატებულ მომავალს ვუსურვებ. ჩვენ შევეცადეთ ბავშვთა დღე გამორჩეულ დღესასწაულად გვექცია მათთვის. სწორედ ამიტომ მათ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შევთავაზეთ და თუ მათი ჟრიამულითა და განწყობით ვიმსჯელებთ, ვფიქრობ ძალიან მოეწონათ", - ვასილ გველესიანი

ღონისძიებები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამით დასრულდა.