ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოფენა - "ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება" გაიმართა
გამოფენასთან ერთად მოეწყო ღონისძიება, რომელიც ეროვნულ მოტივებზე შექმნილ კულტურულ, მხატვრულ და მუსიკალურ ნომრებს აერთიანებდა.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენაში, 11 მაისს გამოცხადებულ ნახატების კონკურსში ჩართული წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრებიდან, გამოვლინდა 3 გამარჯვებული ნახატის ავტორი, რომლებსაც სერტიფიკატები და ვაუჩერები გადაეცათ.
პირველი ადგილი, ნიკოლოზ ცხადაძე
მეორე ადგილი, ნათია შავგულიძე
მესამე ადგილი, ლიკა ტაბატაძე
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ, მომავალ ლიდერთა ჰაბის კულტურისა და განათლების დეპარტამენტი.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო ზესტაფონის თვითმმართველობა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და საკანცელარიო მაღაზია "ნოვალისი".