ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 3 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 10 და 16 კუბიანი "ივეკოს" ფირმის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 ნაგავმზიდი მოემსახურება.

ავტომობილები დზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ნაგავმზიდები სხვადასხვა წარმადობისაა და სხვადასხვა რელიეფისთვის არის განკუთვნილი, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებისთვის.

ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა.