ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს" ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამუშაო შეხვედრაზე ზურმუხტის ქსელის მართვის გეგმები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ,,გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო’’ ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ზესტაფონის, საჩხერის და ჭიათურის მერის მოადგილეებთან და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, ხაშურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ფარგლებში არსებულ ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, გაეცნენ მართვის გეგმების შემუშავების სამუშაო პროცესისთვის აუცილებელ ყველა საჭირო ინფორმაციას.
საველე გასვლები განხორციელდა ზურმუხტის სამიზნე ტერიტორიებზე.
ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმები საქართველოსა და შვედეთის მთავრობათა შორის თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში მზადდება.
ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ (ბერნის) კონვენციით აღებული პასუხისმგებლობის შესაბამისად, ზურმუხტის ქსელის მართვის გეგმების მომზადება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ზურმუხტის ტერიტორიების ეფექტიანი მართვისთვის. აღნიშნულ საკითხებში რეგიონების შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, გასულ წელს, 4 ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმა მომზადდა; მიმდინარე წელს გეგმა 9 ტერიტორიისთვის მომზადდება, რითაც დასრულდება საქართველოს ზურმუხტის ტერიტორიების მართვის გეგმების პირველად ვერსიებზე მუშაობა