ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერია სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპის ჩემპიონებს და პრიზიორებს ფულად ჯილდოს გადასცემს

მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი ევროპის ჩემპიონ და პრიზიორ სპორტსმენებს შეხვდა. მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით თითოეულ მათგანს სოლიდური ფულადი პრიზები გადაეცემა.

მერთან შეხვედრას ევროპის ორგზის ჩემპიონი მკლავჭიდში, ბექა ბოგვერაძე, ევროპის ჩემპიონი სამბოში, გიგა გორგაძე, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი, საბა კლდიაშვილი, ევროპის თასის ვიცე ჩემპიონი ძიუდოში, ნინო ხარაიშვილი, ევროპის თასის ჩემპიონი ვეტერანებს შორის ძიუდოში, ლევან ჩუბინიძე და მათი მწვრთნელები ესწრებოდნენ.

"წარმატებულ სპორტსმენებს პირადად ვუმასპინძლე და გავაცანი ინფორმაცია ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. ვისაუბრეთ ახლო მომავალში გასამართ ტურნირებსა და სამზადისზე. ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ დიდ წარმატებას, სპორტსმენებს, რომლებმაც საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეს", - ვასილ გველესიანი