ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანებაში

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანებაში

სამუზეუმო კვირეული ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანებამ, თამარ მეფის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გახსნა, რომელიც 14 მაისს აღინიშნება საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობას, კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სხვადასხვა საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენლები იღებდნენ.

სამუზეუმო კვირეულის გახსნა და თამარობის დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა ვასილ გველესიანმა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივად სთავაზობენ საზოგადოებას გამოფენებს, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს.

სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში, ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანება საზოგადოებას, სხვადასხვა სახის კულტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტს შესთავაზებს.