ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

1 ივნისს მუნიციპალიტეტში ფოტოგამოფენა - კონკურსი გაიმართება 

1 ივნისს მუნიციპალიტეტში ფოტოგამოფენა - კონკურსი გაიმართება 

 ზესტაფონის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში ფოტოგამოფენა - კონკურსიბავშვები და ფლორა - ფაუნაგაიმართება.

 ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, საკონკურსო ფოტომასალა ( ჩაწერილი დისკზე ან მეხსიერების ბარათზე) უნდა წარადგინონ 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში , ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, წერეთლის . N 11, ან უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - (sopio.kopaliani@gmail.com ტელ.: 577 46 61 46)

 კონკურსში მონაწილეობის მიღება შუძლია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14 – 29 წლის ნებისმიერ ახალგაზრდა ფოტომოყვარულს. კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილემ უნდა წარადგინოს 1 ან 2 ფოტო. ფოტოკონკურსზე დასაშვებია მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოების წარდგენაც.

 ფოტო კონკურსზე წარმოდგენილი ფოტოები დაიბეჭდება სპეციალურ ფორმატზე. ( მერიის ხარჯებით) მოეწყობა ფოტო ნამუშევრების გამოფენა. ჟიურის მიერ გამოვლინდებიან I, II, III ადგილზე გასული საუკეთესო ნამუშევრების ავტორები, „ჟიურის სიმპატია“ . კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს გადაეცემთ სიგელი და ფულადი ჯილდო. ასევე, ყველა მონაწილეა გადაეცემა სიგელი და საჩუქარი.
 ფოტოგამოფენა კონკურსი ჩატარდება პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს