ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალ E-60-ის მიმდებარედ, გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკაშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია

საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალ E-60-ის მიმდებარედ, გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკაშირებით

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა

  1. შესავალი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თამარ მეფის ქუჩაზე ე. წ. („ყავების ქუჩა“) საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის კმ-193-ის  მიმდებარედ წლების განმავლობაში ფუნქციონირებს სწრაფი კვების 50-მდე ობიექტი. აღნიშნული ობიექტების წარმატებულ საქმიანობას განაპირობებდა ადგილობრივი და ტურისტული მგზავრთა ნაკადის რაოდენობა-მდგრადობა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიზანია ინვესტორის შერჩევა ზესტაფონის  ტერიტორიაზე გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, შესაბამისი აღნაგობის  ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდება ინვესტორთან  შესაბამისად წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის გზით.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია იწვევს  ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს რათა გამოხატონ დაინტერესება (ინტერესთა გამოხატვა) პროექტში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის   განვითარებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს 2 (ორ) ლოკაციაზე: ახალი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის F-4-ის მონაკვთის კმ10+700-ის მიმდებარედ ავტობანთან არსებულ მიწის ნაყარზე-ფართობით 4700 მ2

ს/კ     32.03.44.593

           32.03.44.080

           32.03.44.501

           32.03.44.073

და მეორე (მიწაყრილის პირდაპირ, ფართობი 1 ჰა)

ს/კ    32.03.44.547

          32.03.44.590

          32.03.44.353

          32.03.44.409

          32.03.44.055

          32.03.44.079

          32.03.44.404

          32.03.44.433

          32.03.44.567

          32.03.44.569

ალტერნატიული სივრცის მოწყობა ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე ორივე ობიექტზე, ერთად ან ცალ-ცალკე.

  1. ქონება  წარმოადგენს კერძო საკუთრებებს ს/კ  32.03.44.593;  32.03.44.080; 32.03.44.501; 32.03.44.073;    
  2. ს/კ 32.03.44.547; 32.03.44.590; 32.03.44.353; 32.03.44.409; 32.03.44.055; 32.03.44.79; 32.03.44.404; 32.03.44.433; 32.03.44.567 და 32.03.44.569; 
  3. ქონება მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ.
  4. ქონება მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. ზესტაფონის ცენტრიდან მე-4 კილომეტრზე.
  5. ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული არ არის ტურისტული  ან სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

2. პროექტის აღწერილობა

პროექტის ძირითადი მოთხოვნებია:

ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუმეტეს 12 თვისა

ქონებაზე შემდეგი სახის სამუშაოების განხორციელება:

ა) ლოკაციების მაგისტრალთან დასაკავშირებელი შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლების მოწყობა;

შენიშვნა: შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლის მოწყობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მთავარ გზაზე არსებული რკინა ბეტონის მილის დაგრძელება და შესაბამისად მის თავზე ყრილის მოცულობის გაზრდა, ასევე მთავარი გზის მიმდებარედ არსებულ ადგილობრივ გზაზე მიწის ვაკისის ზედდება და შესაძლოა საჭირო გახდეს მისი გატანა მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე და საჭირო გახდება განსახლების პროცედურების წარმოება (სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად შედგენილი შემანელებელ-ამაჩქარებელი ზონების მოწყობისა და მასთან დაკავშირებული პროექტები შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან):  

ბ) ერთდროულად არანაკლებ 5 (ხუთი) ავტობუსისა, 7 (შვიდი) სატვირთო და 20 (ოცი)  მსუბექ ავტომობილზე გათვლილი ასფალტის ან/და ბეტონის საფარიანი ავტოსადგომის მოწყობა, გზის ორივე მხარეს;

გ) სველი წერტილების მოწყობა (არანაკლებ 5 (ხუთი) მამაკაცი; 5 (ხუთი) ქალი და 1 (ერთი) შშმ პირი);

დ) საკვები პუნქტების მოწყობა (კაფე ან და სწრაფი კვების ობიექტის, არა უმეტეს 20 (ოცი) დასაჯდომით, სულ 50 (ორმოცდაათი) ობიექტი. მათ შორის  30 (ოცდაათი) ობიექტი გზის მარჯვენა და 20 (ოცი) ობიექტი გზის მარცხენა მხარეს);

ე) სხვადასხვა სახის სუვენირების სარეალიზაციო ობიექტების მოწყობა არანაკლებ 10 (ათი) და არაუმეტეს 20 (ოცი) ობიექტისა,  ორივე მხარეს;

ვ) სასოფლო-სამეურნეო  პროდუქტების  სარეალიზაციო ობიექტები ორივე მხარეს არა უმეტეს 10 (ათი) ერთეულისა;

ზ) ავტომობილის ელ. გასამართი სადგურები ორივე მხარეს;

თ) ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისათვის;

შენიშვნა: მე-2 მუხლის „ე“, „ვ“ და „ზ“ პუნქტები სავალდებულო არ არის და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს;

 

 

   დაფინანსება და რესურსები:

გამარჯვებული მონაწილე პასუხისმგებელია პროექტისათვის კაპიტალის მოძიებასა და/ან ფინანსების მოზიდვაზე. ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობის თანხაზე;

   3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განზრახულობანი:

    მუნიციპალიტეტის მიერ წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის მიზანია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ბიზნესის  განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა, თამარ მეფის („ყავების ქუჩა“) ქუჩაზე განთავსებული სწრაფი კვების ობიექტების  და მათში დასაქმებული პირებისათვის ალტერნატიული სამუშაო სივრცეების შეთავაზებების განხორციელება.

    მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ინტერესების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს გამარჯვებული მონაწილის მიერ.

4. ინტერესის გამოხატვის წარდგენა:

4.1 ყველა ინტერესის გამოხატვა წარდგენილი უნდა იქნეს დალუქული კონვერტით 3 ნაბეჭდ, ხელმოწერილ ეგზემპლარად და ერთ ელექტრონულ ვერსიად (PDF), ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 50 კალენდარული დღის ვადაში (წარდგენის ვადა 2024 წ 14 ივნისი, თბილისის დროით 18:00 სთ),  შემდეგ მისამართზე:

             ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. N7;

     იმ შემთხვევაში, თუ არსებობს განსხვავება ინტერესის გამოხატვის წერილობით და ელექტრონულ ვერსიებს შორის, ნაბეჭდი ვერსია იქნება უპირატესი.

  წარმოდგენილ ინტერესთა გამოხატვაში მიეთითება ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები.

   4.2 შეფასება:

პროცესი და კრიტერიუმები:

შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი კომისიის („კომისია“) მიერ, ინტერესთა გამოხატვის წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ.

კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

   წარმოდგენილი კანდიდატებიდან უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომლის მიერ განაცხადით შემოთავაზებული იქნება განსახორციელებელი ინვესტიციის მაქსიმალური ოდენობა.

    იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი წინადადებები თანხვედრაში იქნება ინვესტიციის ნაწილში, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდადტს, რომლის მიერ განაცხადით შემოთავაზებული იქნება პროექტის განხორციელებისათვის მინიმალური ვადა.

   იმ შემთხვევაში თუ ორი ან მეტი განაცხადით, კანდიდატები წარმოადგენენ ერთნაირ პირობებს, კომისია ამ განაცხადების წარმომდგენ პირებს განუსაზღვრავს დამატებით 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადას, განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის ნაწილში დამატებითი წინადადებების წარმოდგენის მიზნით.

   გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამარცხებულ კანდიდატებს დაუბრუნდებათ საბანკო გარანტია.

    შერჩევის პროცესის ხანგრძლივობაა წარდგენის ვადის დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღ.

5.  ქონების გადაცემის წინაპირობები

5.1 შერჩევის პროცესის დასრულებისთანავე, მუნიციპალიტეტის მერია გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას გამარჯვებულს და მოიწვევს მას ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოებისათვის. ხელშეკრულების ფორმატი ღიაა მოლაპარაკებებისათვის, მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ ამგვარი მოლაპარაკების შედეგები გავლენას არ მოახდენს ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის ძირითად, მათ შორის ფინანსურ და საგარანტიო პირობებზე და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. მოლაპარაკებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდააარულ დღეს.

5.2 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხევაში, მერიასა და გამარჯვებულს შორის ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს შესაბამისი აქტის გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

5.3 გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის შემთხვევაში, წარდგენილი საბანკო გარანტია უბრუნდება გამარჯვებულს;

5.4 5.2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამარჯვებულის ბრალით ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს დაეკისრება პირგასამტეხლო 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

6.  ზოგადი მარეგულირებელი ჩარჩო

 ა) ხელშეკრულების დადება, მისი შესრულება და პროექტის განხორციელება, მათ შორის, გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის შექმნა და ოპერირება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით;

ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული მოსარგებლის უფლებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა მოითხოვს მეორე მხარის წინასწარ წერილობით თანხმობას;

 გ) წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა, ისევე, როგორც მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და პროცედურა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ინტერესის გამოხატვის წარდგენით, წინასაკვალიფიკაციო და შეფასების პროცესით, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, შეუთანხმებლობა და პრეტენზია, რომელიც წარმოიშობა ამ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საფუძველზე ან მასთან კავშირშია, წარედგინება საქართველოს სასამართლოს. ინტერესთა გამოხატვის პროცედურებში მონაწილეობაზე თანხმობის განცხადებით, კანდიდატები გამოუხმობლად და უპირობოდ აცხადებენ უარს დავების გადაწყვეტის სხვა ფორმაზე, სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ან ნებისმიერი სხვა ხელისუფლების წინაშე აპელირებაზე, გადასინჯვაზე, რამდენადაც ამგვარი განცხადება უფლებაზე უარის თქმაზე შესაძლებელია იყოს ნამდვილი. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაყოვნების გარეშე შეასრულონ კომპეტენტური სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

დ) წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევაში არაფერი უნდა იქნეს გაგებული ისე, როგორც გამარჯვებულისათვის პროექტის განხორციელების ექსკლუზიური უფლების გადაცემა ამ მოთხოვნით განსაზღვრულ პროცედურებში მონაწილეობიდან ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე;

ე) ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა არ წარმოშობს მერიის ვალდებულებას, აირჩიოს რომელიმე კანდიდატი ან აუნაზღაუროს რომელიმე კანდიდატს ხარჯები. გარდა ამისა, დოკუმენტაციის წარდგენა არ ანიჭებს კანდიდატს მერიის მიმართ რაიმე მოთხოვნის ან პრეტენზიის წარდგენის უფლებას. მონაწილეთა მიერ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ამ მოწვევის საპასუხოდ გაწეული და შემდგომში ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა გაიღონ კანდიდატებმა;

7. ზეგავლენის მცდელობა

კანდიდატის ან მისი წარმოამდგენლის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე გზით გავლენა მოახდინონ  ინტერესთა გამოხატვის პროცესზე გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას.

8. მერიის უფლებები

მერია  უფლებას იტოვებს:

  • უარი თქვას ან შეცვალოს ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ამ მოწვევის მოთხოვნები (მათ შორის  წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები და წინასაკვალიფიკაციო კრიტერიუმები) დროდადრო, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადების გზით;
  • გაიხმოს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა ნებისმიერ დროს, ან ხელახლა  მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვა საფუძვლით, მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოქვეყნების გზით.
  • განახორციელოს ნებისმიერი ცვლილება, რასაც საჭიროდ მიიჩნევს ვადებთან და შეფასების  პროცესთან დაკავშირებით, ან წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის  სტრუქტურასა და შინაარსთან მიმართებით, მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.
  • მოითხოვოს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება ან დამატებითი  დოკუმენტაციის წარდგენა;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმერ კანდიდატს, რომლის მიერ წარმოდგენილი ინტერესის  გამოხატვა არ იქნება შესაბამისობაში ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ამ მოწვევით განსაზღვულ  მოთხოვნებთან.
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით წარადგენს არასწორ ინფორმაციას.
  • არ გააფორმოს რაიმე შეთანხმება და ხელშეკრულება, ამ პროცესის შედეგად.

9. სახელშეკრულებო ინფორმაცია

კანდიდატებმა მოთხოვნა განმარტებებზე უნდა წარმოადგინონ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე  მოწვევის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში მითითებულ  ელექტრონულ მისამართზე :  (info.zestafoni@zestafoni.gov.ge ან lasha.pirvelashvili@zestafoni.gov.ge) სააგენტო თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და ყველა კანდიდატისათვის ხელმისაწვდომს გახდის განმარტებებთან დაკავშირებით მოცემულ ვადაში მიღებულ კითხვებზე პასუხებს.