ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

აჩუქე წიგნი! საყოველთაო გამოწვევაში ზესტაფონიც ჩაერთო

წიგნის საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა და საკანცელარიო მაღაზიათა ქსელმა "ნოვალისი" ერთობლივი აქციით აღნიშნეს.

 აქციის ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, საბიბლიოთეკო გაერთიანებას გადასცეს საჩუქრად. წიგნები ქალაქის ქუჩებში გამვლელელებსაც დაურიგეს და წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცეს.

 აქცია საინტერესო წიგნების გაზიარებას და საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაციის გაზრდას ემსახურებოდა.

 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლიდან აღინიშნება.