ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში, სოფელ ვაჭევის გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ვაჭევში საუბნო გზის კეთილმოწყობა დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში გზაზე არმირებული ბეტონის საფარი იგება. გზის აღნიშნული მონაკვეთით ადგილობრივები ავტომაგისტრალთან, ასევე მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზასთან დაკავშირებას შეძლებენ.

გზის მოწყობის სამუშაოებს ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან ერთად ადგილზე გაეცნო და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილირაციაზე 396 045 ლარი იხარჯება. მერიის დაკვეთით გზის აღდგენის სამუშაოებს შპს "სანდრო" ახორციელებს.